დევნილთა სააგენტო 160 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

როგორც დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს 25 000 ლარის ფარგლებში შეუძენს.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ 2020 წელს სააგენტომ სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები