დავით სონღულაშვილი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მხარს დაუჭერს რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რაც წარმოდგენილი იქნება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი კომიტეტის დებულების შემუშავება იყო.
„ეს კომიტეტი იქნება რეფორმების მხარდამჭერი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას და რომელიც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზნით. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ყოველთვის იქნება ღია ყველა იმ დისკუსიისა და დებატებისთვის, რაც ხელს შეუწყობს დარგების ტრანსფორმაციას და წაადგება ქვეყნის წინსვლას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.
პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბექა ლილუაშვილს დაუჭირეს მხარი, მოადგილე გოჩა ენუქიძე იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ მოადგილეს, ეს თანამდებობა, ჯერჯერობით, ვაკანტური რჩება.