სემეკ-ი: თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“2021-2023 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.
როგორც ,,კვირას” სემეკ-იიდან აცნობეს, კომპანიების მიერ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 166 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ხარისხი.
,,შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც ოპერირებსქ.თბილისსა და ქ.მცხეთაში,საინვესტიციო გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქ. თბილისში განახორციელებს 149 000 000 ლარის ინვესტიციას, ხოლო ქ. მცხეთაში – 6 500 000 ლარის ინვესტიციას. შპს „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო მოცულობა 10 500 000 ლარს შეადგენს.
საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გაგრძელდება გამრიცხველიანების პროცესი, მოეწყობა წყალარინების სისტემის მეშვეობით წყალსატევებში ჩაშვებული სითხის გასაფილტრი დანადგარები,”- ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.