ნინო ბურჯანაძე: მოლაპარაკებებზე „ნაცმოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, ამიტომ მიიღო გრიგოლ ვაშაძემ წასვლის გადაწყვეტილება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იგივე დარჩება და სწორედ ამას უკავშირდება პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის გადაწყვეტილება.

„ვწუხვარ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ის ნამდვილად კარგი პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან ნორმალური და კოლეგიალური ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო. სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნამდვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩემს პარტიაზე, ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზიციაც გვქონდა. აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით.

მე არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნამდვილად არ დაიწყებს. ყოველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. “მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან”, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები