შალვა ნათელაშვილი: შეთანხმება შესაძლებელია, შედგეს მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება მხოლოდ არჩევნების თარიღზე შეიძლება შედგეს.

მისივე თქმით, დღის წესრიგში, პირველ ყოვლისა, საარჩევნო რეფორმისა და ახალი არჩევნების თარიღი დგება.

“შეთანხმება მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია, შედგეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე. თუ შედგა შეთანხმება, რად მინდა მანდატი, ახალ არჩევნებში გავალთ და ობიექტურ საარჩევნო პროცედურებში დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. მოლაპარაკების რამე ახალი ალტერნატივა შეუძლებელია, მოვიგონოთ, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სხვა დღის წესრიგით. თუ ადრე ჩვენი მეგობრები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შევსულიყავით პარლამენტში, ახლა ეს მოთხოვნა გადაინაცვლებს უკანა პლანზე და დღეს უკვე დგება ერთადერთი საკითხი – საარჩევნო რეფორმა და ახალი არჩევნების თარიღი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები