დმანისის მუნიციპალიტეტი “COVID-19”- თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგ კამპანიაში ჩაერთო

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, დმანისის მუნიციპალიტეტი “COVID-19”- თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგ კამპანიაში ჩაერთო.

დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო მასალები კარდაკარის პრინციპით დარიგდა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.

ორენოვანი ბროშურები ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები