ერდოღანი და ალიევი რეგიონული უსაფრთხოების პლატფორმის შექმნას გეგმავენ, რომელშიც რუსეთთან ერთად საქართველოც შეიძლება, მოხვდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა ბაქოს იდეას დაუჭირა მხარი რეგიონული უსაფრთხოების შესაქმენლად პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით, რომელშიც შეიძლება, შევიდნენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, საქართველო და სომხეთი.

ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნების დროს განუცხადა.

“ბატონი პუტინი იდეას დადებითად უყურებს. სატელეფონო საუბრის დროს მან მკითხა, რა აზრის ვარ მე, ვუთხარი, რომ მას შედეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი ამას დადებითად მოეკიდა, მნიშვნელოვანია, რომ მეც დადებითად მივიღო. ამ თემაში დღის წესრიგში ასევე საქართველო გადის”, – თქვა ერდოღანმა.

გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ერევანი შეუერთდა, თურქეთსა და სომხეთის ურთიერთობაში შესაძლოა, “ახალი ფურცელი გაიხსნას”.

მანამდე, ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ.ექვსეული პლატფორმის შექმნა განიხილება, რომელიც თანამშრომლობის განვითარებისკენ იქნება მიმართული. პლატფორმაში შეიძლება მოხვდნენ თურქეთის, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, “სურვილის შემთხვევაში”, სომხეთიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები