კახა კუჭავა: მანდატებზე უარის თქმა არის ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის უპატივცემულობა

,,ქართული ოცნების” წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და იქნება მცდელობა, რომ ყველა პუნქტზე შეთანხმება შედგეს.

,,დაპატიჟებული იყო ყველა ადამიანი, ვინც კანონითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. კითხვა უნდა დასვათ ასე, უნდოდა თუ არა ქართველ ხალხს, ენახა ერთპარტიული პარლამენტი, მათ ეს არ უნდოდათ, ზუსტად ამიტომ იყო ძალიან დიდი პროცესი, თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა პროტესტები და შემდეგ ჩვენი მხრიდან კონსენსუსზე წასვლა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუყარეთ კენჭი. ამ ყველაფერმა, ჯამურად, მოგვცა 9-პარტიული პარლამენტი და ამაზე უარის თქმა, პირველ ყოვლისა, არის მათი მხრიდან ამომრჩევლის უპატივცემულობა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები