გუბაზ სანიკიძე: იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა, ვთქვა – დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა
“პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა”, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ვერის ბაღში ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ გაიმარჯვა. სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა.
„პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა, ვთქვა – დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. ათენი და ძველი რომი რომ ავიღოთ, დემოკრატია დაიბადა ათენის ქუჩებსა და რომის ქუჩებში, ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის. დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანიკიძემ.