მამუკა ხაზარაძე: თავისუფლების დაცვა, ხმის დაცვა და დემოკრატიული ქვეყნის აშენება არის ჩვენი უპირველესი ამოცანა და ამას გავაკეთებთ
“თავისუფლების დაცვა, ხმის დაცვა და დემოკრატიული ქვეყნის აშენება არის ჩვენი უპირველესი ამოცანა და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძე იმ ადამიანებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციის გვერდით დგას, მადლობას უხდის.
„ჩვენ, „ლელო“ ვდგავართ იქ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს მანკიერი პრაქტიკა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და გადავიდეთ ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში იდგა ქუჩაში თუ ნებისმიერ საპროტესტო აქციაზე, რადგან ეს ყველაფერი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. თავისუფლების დაცვა, ხმის დაცვა და დემოკრატიული ქვეყნის აშენება არის ჩვენი უპირველესი ამოცანა და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის, ეს იქნება მანდატით თუ უმანდატოდ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ამის პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.