ნიკა მელია: მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი, მართობს და მახალისებს – ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი მასთან ერთად რომელიმე კაფეში, ფინჯან ყავაზე

“მე მიყვარს ქალბატონი ზურაბიშვილი მსგავსი განცხადებების გამო, მართობს და მახალისებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარების დრო უნდა დასრულდეს.

„ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ერთ საღამოს სიამოვნებით გავატარებდი რომელიმე კაფეში, ფინჯან ყავაზე. ბევრს ვეტყოდი, ბევრ კითხვას დავუსვამდი“, – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველთან“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები