მაია ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია არეულობის მოწყობაში დიდ ფულს ელის

ოპოზიცია ,,თანხმდება“ არჩევნების გაყალბებაზე და არ აინტერესებს, ნამდვილად გაყალბდა თუ არა ის

რამდენად შეძლებს პოზიცია და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის გამართვას, ვინ შევა პარლამენტში 11 დეკემბერს და რა ელის ქუჩაში დარჩენილ ქართულ ოპოზიციას. ამის შესახებ ,,კვირა“ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა:

-ოპოზიციის ჟინიანობას მმართველმა პარტიამ მკაცრი ტონით უპასუხა და აგრძნობინა, რომ ,,ქართული ოცნება“ გაუთავებელ მოლაპარაკებებს აღარ გააგრძელებს. როგორ ფიქრობთ, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია?

-გუშინ ვუყურე ერთ-ერთი  პარტიის ლიდერის სატელვიზიო გამოსვლას. გამოცდილი პოლიტიკოსი ახალგაზრდა ოპოზიციონერს ამუნათებდა და  ,,პატიმრის დილემაში“ ,,ამეცადინებდა“. მკითხველმა კარგად რომ გაიგოს, რაში მდგომარეობს ეს თეორია, აგიხსნით: როდესაც A და B დამნაშავე საკანში სხედან, თუ A-ც  დუმილს ინარჩუნებს და B-ც, ორივე ნახევარწლიან სასჯელს იღებს. თუ A ჩვენებას აძლევს, ხოლო B დუმს, A თავისუფლება, B-ს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. თუ A-ც და B-ც ჩვენებას იძლევიან, ორივეს 2-წლიან პატიმრობას უსჯიან, ხოლო იმ შემთვევაში, თუ A დუმილს ინარჩუნებს,  B კი ჩვენებას იძლევა, A-ს 10-წლით სჯიან, ხოლო B თავისუფლება.

როგორც ჩანს, ოპოზიცია დღეს პატიმართა ამ ცნობილ  თამაშს თამაშობს, თემაზე მოლაპარაკებული ერთიანობის, ანუ კოოპერაციის შენარჩუნება სურს, ერთიანი დიდი სარგებლის მისაღებად და ,,თანხმდება“,  რომ ,,არჩევნები გაყალბდა!“ ყურადღება მიაქციეთ ფრაზას – ოპოზიცია თანხმდება არჩევნების გაყალბებაზე და არ ცდილობს იმის გარკვევას, მართლა გაყალბდა თუ არა ის. ხშირად სწორედ ამ წინადადებას იმეორებენ ეთერებში ოპოზიციის ლიდერები: ,,ხომ შევთანხმით, რომ არჩევნები გაყალბდა!“

– ესე იგი, პატიმრების არ იყოს, ოპოზიციაც გაყალბებაზე ,,შეთანხმებულა“?

– ზემოხსენებული ,, პატიმრის დილემა“ და სააკაშვილის მიღებული  საპროცესო კოდექსი ძალიან გვანან  ერთმანეთს, სადაც  ყველაფერი მოსწრებასა და დალაგებაზეა. კოდექსის მიხედვით, დამნაშავე შესაძლოა, სრულიად ,,სუფთად გამოაძვრინო“, თუ მეორე მხარეს „ეშმაკობით“ აჯობებ, ფაქტების ფალსიფიკაციას მოახდენ, ვადებში ითამაშებ, ანუ უფრო ეშმაკურად „დააწყობ“ სტრატეგიას. აქ მუშაობს პრინციპი – „ვერ უმტკიცებ, ე.ი. უდანაშაულოა!“ ჩვენ ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ. ჩემი აზრით, ასეთი  ჭკვიანი „მოთამაშეებისათვის“ უდავოდ საინტერესო, „ეშმაკურ“ და „აზარტულ“ საპროცესო კანონმდებლობას  საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან, ვინაიდან უცოდინარი ან დაინტერესებული ადვოკატის ხელში შეიძლება, სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, და „სასამართლოს უსამართლობას“ დაბრალდეს. სინამდვილეში კი, თუ მხარეებმა არ მოიპოვეს და არ წარადგინეს მტკიცებულებები, მოსამართლეს თავისი ინიციატივით არ შეუძლია, იმსჯელოს იმაზე, რაც მხარეებს „გაეპარათ“, თუნდაც, მოსამართლე ამაში დარწმუნებული იყოს, მას ამის უფლება არ აქვს.  მოსამართლის ინიციატივა განულებულია, მას კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს, თუ მხარე წინააღმდეგია, ანუ, მხარეს უნდა ჰკითხოს, შეიძლება თუ არა, დასვას კითხვა!!!  დღეს ოპოზიციაც ასეა ,,შეთანმებული“ არჩევნების გაყალბებაზე,  ,,დუმილის უფლებას“ ინარჩუნებს და ამით ყველაზე დიდი მოგების მიღებას ელის!

-ხელისუფლება მზადაა, გადათვალოს საარჩევნო უბნები, თუმცა, ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ოპოზიცია და  პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი საერთოდ არ დაუყენებია. რატომ?

-იმიტომ, რომ მათთვის მთავარი ხელისუფლებაში მოსვლა იყო და ისიც, მხოლოდ უმრავლესობით! მათ არ აინტერესებთ უმცირესობაში მოსვლა და მტკიცებულებები, ნამდვილად გაყალბდა თუ არა არჩევნები. ოპოზიციას  არ სჭირდება ტრიბუნა,  მანდატები,  პარლამენტის ჩამთბარ სავარძლებში ძილი, არჩევნები. მათ უნდათ „ყველაფერი“ და, ამიტომ, შეთანხმებულად მიდიან „არაფერზე“, რომელმაც „ყველაფერი“ უნდა მოუტანოს!  პატარა ოპოზიციური პარტიები არა ,,ნაცებს“, არამე პატიმართა ამ კოოპერაციის, ანუ დუმილის თეორიას მიყვებიან! ამიტომაა ასეთი ისტერიკული „რაზბორკები“, წმინდა წყლის „კრიმინალური გარჩევები“ და ბულინგი!!!

-თამარ ჩერგოლეიშვილი სვადასხვა სატელეიზიო ეთერში ხშირად ახმოვანებს, რომ არჩევნებისას დატრიალდა  8000-იანი ,,კარუსელი“ და ეს ფაქტია. ვინ დათვალა ,,კარუსელი“ 8000-იანი იყო თუ 10 000-იანი?

-ამომრჩეველს ყელში ამოუვიდა  პოლიტიკური კინკლაობა. თამარი ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსზე ჭკვიანია. სხვები კი, სხვები? თუ შეკრებ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ჯგუფს, იუსტიციის სახლში გადაიხდი გარკვეულ თანხას,  დაარეგისტრირებ პარტიას, ავტომატურად ხდები „პოლიტიკოსი“, ხვდები მედიის ინტერესის ობიექტივში, ჩნდები ეკრანებზე და უკვე ითვლება, რომ ჭკვიანიც ხარ!!! მერე ჭკუასაც გეკითხებიიან, კომენტარებად „იღვრები“,  სასაცილოზე მეტია ეს სატირალი რეალობა!!! სწორედ ასეთი პრიმიტიულობის გამო,  რასაც დღეს ოპოზიციის ქმედებაში ვხედავვ-ნაწილის, პაიკების,  უჭკუობისა და ჯიქობის ხარჯზე უფრო ჭკვიანებისგან (სექტის ლიდერები) განხორციელებული საბოტაჟი და მავნებლობაა!  მთელი მათი თამაში, რომლის მოწმეც  უცხოელი ელჩები აღმოჩდნენ, „პატიმრის დილემიდან“ 1-ელ  ვარიანტზე – კოოპერაცია- „დანაშაულის არაღიარებაზეა“ დაფუძნებული.  მაგრამ, როგორც ბევრ თეორიას, ამ თეორიასაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ზოგადად და არ არის აბსოლუტური, სულ მცირე, მეორე მხარეს თუ უტყუარი მტკიცებულებები აღმოაჩნდა,  მოგჭამა ჭირი შენმა „კოოპერაციამაც“ და „დუმილის თეორიამაც“. ამას ჯობდა, თავიანთი პარტიებისთვის კარგი SWOT ანალიზი გაეკეთებინათ! ვფიქრობ, რომ გააკეთეს კიდეც და კარგად  იციან, რა „მოხელე-ნაჩალნიკებიც“ არიან და რა რესურსიც აქვთ, სწორედ იმიტომ „თანხმდებიან“  სიყალბეზე და „ჩვენებას არ ცვლიან“, აკი, „შანტაჟის“, საბოტაჟისა და ძალადობრივად ძალაუფლების ხელში ჩაგდების სხვა გზა მათთვის არ არსებობს. არეულობის მოწყობაში კი დიდ ფულს ელიან.  ეს ჩემი „ორიგინალური“ მიგნება არ არის, ეს ექსპრეზიდენტის ბიძამ თქვა თავის  სატელეფონო „დეკრეტში“ – Вся Власть Советам!

 

-როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას სარეზერვო გეგმაც აქვს იმ შემთვევაში, თუ არჩევნების გაყალბებას ხელისუფლებას ვერ დაუმტკიცებს?

-მათი სარეზერვო გეგმა  ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაა, ასე თქვა ბიძიამ. ამის პარალელურად, არეულობებისა და  ომების დროს უმრავლესობა ღატაკდება, ერთეულები კი ძალიან დიდ ფულს შოულობენ!

-რა მექანიზმით?

– დააკვირდით, როგორ არცერთი პარტია ოპოზიციური ერთობიდან „არ იმჩნევს“   თოფის წამლისა და დენთის სუნს სამხრეთ კავკასიაში! პოლიტიკური უტვინობაა? ახლომხედველობა? იქნებ, მათი სექტის ლიდერებისგან მიღებული მკაცრი აკრძალვა, რომ ამ თემაზე სიტყვა არ ითქვას! ბევრი მათგანისთვის ხომ  დავით გარეჯიც არაა საქართველო!!!  სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი კონფლიქტის გადამწყვეტ ფაზაში შესვლის დროს უკიდურესად „აღიგზნო“ ოპოზიცია, მიტინგი-მიტინგზე მართეს. მანამდე სააკაშვილმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. ეს რა იყო, მორიგი პროვოკაცია ქვეყნის წინააღმდეგ, თუ ერთის თქმა და მეორის გაკეთება?! სომხეთში ახლაც დიდი არეულობაა  და, როგორც ჩანს, სიტუაცია კარგა ხანს არ დასტაბილურდება.

საინტერესოდ გამოჩნდა  მიტინგების მთელი სიმძიმისა და დესტაბილიზაციის ბათუმში გადატანა, რაც საზოგადოებაში იმით აიხსნა, რომ თბილისმა არ გამოუცხადა მიტინგებს მხარდაჭერა. იქნებ, სწორედ საზღვაო პორტის მქონე ავტონომია გახდა მავნებლების მთავარი სამიზნე, ავტონომიის, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება უდგას მცველად?! ჯერ კიდევ  რეტ ბატლერმაც („ქარწაღებულები“) კარგად იცოდა, რომ ომების  დროს ერთეულები ძალიან მდიდრდებიან, განსაკუთრებით, იარაღის ვაჭრობით.

-ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებში უპრეცედენტოდ დიდი ფული დახარჯა, თუმცა, მიღებულ საპარლამენტო მანდატებს მაინც არ იყენებს…

-დიახ, ბანკირების პარტია გარკვეული წრის სიმპათიებს იმსახურებდა, მისი ზოგიერთი ახალგაზრდა, პერსონალურად,  მეც ძალიან მეიმედებოდა, მერე რა, რომ მათი ამომრჩეველი ვერ ვიქნებოდი, ოპოზიციაში, პარლამენტში მეიმედებოდა პატიოსნებისა და გონიერების გამო. ბევრს ეგონა, რომ „ლელო“ მართლა დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი იქნებოდა, მაგრამ  ბანკირების პარტიამ „ვერ იდავითა“, საბოლოოდ, მაინც სააკაშვილის გვერდით აღმოჩნდა.  ცხადი გახდა, რომ 4 გამსვლელი ადგილის ყიდვა ნებისმიერი  პარტიის სიაში ხაზარაძეს ბევრად იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე – ამხელა პარტიის შექმნა, შენახვა და „გარასკრუტკება“.  თუ დამფუძნებლებს ეს ყოველივე სადეპუტატო იმუნიტეტისთვის სჭირდებოდათ, რაც უფრო რეალური ჩანდა თავიდან, აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. კომერციულად წამგებიანი „ოპერაცია ლელო“ მანდატებზეც უარს ამბობს და ქუჩას ამჯობინებს.  რა დროზეა  „გათვლილი“ ახალი პოლიტიკური ძალის  ქუჩაში ყოფნა? ისე, ჩვენში დარჩეს და, წარმატებულ ბანკირებს რა უნდათ ქუჩაში? ეს გაუგონარი რამაა, ალბათ, მსოფლიო საბანკო „საძმოში“  მსგავსი რამ არც მომხდარა. მათი ამომრჩევლისთვისაც არაა ეს კარგი მოტივატორი. ამ არჩევნებზე პარტიის  დამფუძნებლებს  გადახდილი ფასის შეუსაბამო ხარისხის პროდუქცია შერჩათ ხელთ, როგორც აღმოჩნდა,  4 საპარლამენტო მანდატი დღეს მოლო ჩხრიალა ხურდაა . . . რისთვის დარჩა ,,ლელო“ ,,ნაცებთან“ ერთად ქუჩაში?   ,,ნაცების,, მიზნების მსახურებისთვის? ,,ნაცების,, მიზნები ცნობილია !!!    მაგრამ ჩემი მწარე გამოცდილებით ვიცი, რომ არის ხალხი, რომელთა თამაშშიც არასოდეს უნდა შეხვიდე, მათ ჰიპოთეტურად რომც გაიმარჯვონ, შენთვის ყველა შესაძლო შედეგი წაგებაა! რაც შეეხება  „პატრიოტებს“, სამწუხაროდ, მე მათი აღარ მესმის.

-რა გამოსავალი რჩება ხელისუფლებას?

-ირაკლი კობახიძის პათოსი პირველად გავიზიარე სრულად. გამოსავალი ერთადერთია, ქართული ფაშიზმი, ანუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს! დღეს ქვეყნის გადარჩენისთვის პრინციპულობა, თანმიმდევრულობა, ამ მავნებლობის სამართლიანი გამოძიება  და  ზომიერი ლიბერალიზმი სჭირდება. როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრემიერი გიორგი გახარია მეიმედება და მჯერა, საქართველო ამ ბეწვის ხიდზე წარმატებით გაივლის. და მაინც:  გარეჯიც საქართველოა და კოდორიც. ესეც მალე გაირკვევა!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები