მამუკა ხაზარაძე: საპარლამენტო მანდატებზე უარს ვამბობთ
მისივე თქმით, „ლელომ“ გადაწყვიტა, საპარლამენტო მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვას.
„ლელო”-ში ჩატარდა პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა. განვიხილეთ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. მოხდა კიდევ ერთხელ შეფასება გაყალბებული არჩევნებისა. ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, გამოვიწვიოთ საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ მანდატებზე, რომელიც გვაქვს. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება საერთოდ ქვეყნისთვის, როცა ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის. სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.