„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრას ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებიან
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი – ალეკო ელისაშვილი და მისი თანაგუნდელები არ ესწრებიან.
დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახლა არის შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოიტანონ „საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები“. მისივე განმარტებით, თუ ეს დოკუმენტები და გარანტია ეჭირება ხელში, პარლამენტში შევა.
ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ „ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, უნდათ, ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში, თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში“.