გუბაზ სანიკიძე: ორი-სამი დღე მაცადეთ, მერე გაგცემთ პასუხს, ამ მომენტში ვარ მაყურებელი
“ორი-სამი დღე მაცადეთ, მერე გაგცემთ პასუხს, ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი”, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში შესვლის საკითხზე განუცხადა.
სანიკიძემ საკითხზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
„ვერ გაგცემ კითხვებზე პასუხს, ჩემო კარგო. იმიტომ, ჩემო ძვირფასო ადამიანო, იმიტომ ვერ გაგცემ პასუხს, აი, ორი-სამი დღე მაცადეთ, მერე გაგცემთ პასუხს. არ არის ჩემი მოსაზრება საინტერესო ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ. ამ მომენტში ვარ მაყურებელი, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენი ბედკრული სამშობლოსი. მაყურებლები ვართ ყველა, ჩემო კარგო ადამიანო. აუ, გეხვეწები რა, ჩემო ძვირფასო ადამიანო. მორჩა და გათავდა. ჩემი უფლებაა, რა, როდის მოგცემთ ინტერვიუს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.