მამუკა ხაზარაძე: ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები
„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები.
„ყოველგვარი მსგავსი შეფასებისგან თავს შევიკავებ. შეიძლება, ჩვენთვისაც არ არის ბევრი რამ მისაღები, მაგრამ ეს უნდა გადაწყდეს ძალიან წყნარი საუბრისა და დიალოგის პირობებში. ყველანაირი მსგავსი თემების გამოტანა, რომელიც აზიანებს პროცესს, ჩვენთვის მიუღებელია და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით ასეთ პროვოკაციას, რადგან, საბოლოოდ, „გაიმარჯვებს“ „ქართული ოცნება“, მარტო დაისაკუთრებს პარლამენტს და შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში, რათა „გაიპრავოს“ ის გაყალბებული არჩევნები, რომელიც საქართველოს არა წინვლას, არამედ უკუსვლას მოუტანს“, – განაცხადა ხაზარაძემ.