გიგა ბოკერია: სასურველი იყო, რომ ელისაშვილისნაირიც კი, რომელიც საბაბს ეძებს, ოპოზიციაში გვყოლოდა და, ფორმალურად მაინც, ერთიანობა გვქონოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ბოკერიასა და უგულავას საბოტაჟში ადანაშაულებს.

გიგა ბოკერიას თქმით, ელისაშვილი უსაფუძვლო საბაბს ეძებს და ეს ძალიან სამარცხვინოა.

„ჩვენ მისთვის არაფერი არ დაგვიბრალებია, ეს არის სიცრუე მრავალ სიცრუეს შორის, რომელიც მან ადრეც არაერთხელ იკადრა. ჩვენი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე სამარცხვინო ვითარებაში მოქცეულიყო და მერე მისთვის ტალახი გვესროლა, არამედ, პირიქით, სასურველი იყო, რომ ელისაშვილისნაირი ადამიანიც კი, რასაც იგი წარმოადგენს და რადგანაც ოპოზიციაში არის, ფორმალურად მაინც გვყოლოდა და  ერთიანობა გვქონოდა. იგი ძალიან სამარცხვინო ფორმით ეძებს საბაბას.

ვინც  უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, ეს ძალიან დაბალი საზომი ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც ასე რჩება, რომ არსებული ბოიკოტი შენარჩუნდეს. ალეკო ელისაშვილის რაიმე საბაბით პარლამენტში შესვლა ივანიშვილს ვერ გადაარჩენს, მაინც ერთპარტიული პარლამენტი იქნება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები