დავით ჭიჭინაძე: საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციას იმიტომ შევუერთდი, რომ ხალხის მოთხოვნა ყოფილიყო ამ ქვეყანაში გაჟღერებული და არა – ფასილიტატორებსა და შუამავლებთან გასაიდუმლოებული საუბრები

„დღეიდან ოპოზიცია თუ რამეზე დაელაპარაკება „ოცნების“ „მოქოქილ თოჯინას“, ეს უნდა იყოს ახალი არჩევნების დანიშვნის კონკრეტული თარიღი და მეტი არაფერი!”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, სხვა დანარჩენითა და ამდენი ე.წ. საიდუმლოთი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა ხდება.

„გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ასე დაწყობილი რომ მიდის და ერთ მაგიდასთან ჯდება, ელაპარაკება ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში ხუთ კაცზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს, ამით ხალხს აყენებენ შეურაცხყოფას. მით უმეტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიშსაც არ აბარებენ, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა. ამიტომ, როდესაც ხალხის სახელით საუბრობ, შეხვედრა გახსნილი უნდა იყოს და მედიაც უნდა ესწრებოდეს, რადგან არ შეიძლება, სიმართლე ეძებო მასთან, ვინც შეხვედრიდან გამოსულიბკამერებით მხოლოდ ერთ კაცს ელაპარაკება და ერთ კაცს აბარებს ანგარიშს.

რაც შემეხება პირადად მე, საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციას იმიტომ შევუერთდი, რომ ხალხის ხმა, ხალხის მოთხოვნა ყოფილიყო ამ ქვეყანაში გაჟღერებული და არა – ფასილიტატორებსა და შუამავლებთან გასაიდუმლოებული საუბრები”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები