აზერბაიჯანი რუსეთში პომიდორსა და ვაშლს ვეღარ შეიტანს
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურმა 10 დეკემბრიდან ქვეყანაში აზერბაიჯანული პომიდვრისა და ვაშლი შეტანა აკრძალა.
უწყებაში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანის საკვები პროდუქტების უვნებლობის სააგენტო არაერთხელ იყო გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ იმპორტირებულ საქონელში მავნებლებია აღმოჩენილი.
აღინიშნება, რომ 22 ოქტომბრიდან დღემდე მსგავსი 17 შემთხვევა იყო გამოვლენილი.