ნიკოლოზ მეტრეველი: ვინც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობთ, რა გაბრკოლებთ? პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი ოქრუაშვილი და ბურჯანაძე რას იტყვიან თქვენზე, მაგაზე დარდობთ

ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

,,ის ოპოზიციონერები, ვინც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობთ, მაგრამ მაინც ბოლომდე გადაწყვეტილი არ გაქვთ – კითხვა მაქვს თქვენთან – რა გაბრკოლებთ? 0%-იანი, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი ირაკლი ოქრუაშვილი და ნინო ბურჯანაძე რას იტყვიან თქვენზე, მაგაზე დარდობთ?! დაიმახსოვრეთ, ეგენი ვისზეც კარგს იტყვიან, სწორედ ის შეძულდება პირველ ყოვლისა ქართველ ხალხს. მეტს არაფერს გირჩევთ”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები