კარლ ჰარცელი: მზად ვარ მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს
“მზად ვარ მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პროცესი იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობასა და პასუხიმგებლობას.
„ვფიქრობ, გუშინ კარგი განხილვა გვქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, შევხებოდით ყველა საკითხს, რაც დიალოგის ფარგლებში განიხილება. ასევე, მოვახერხეთ, მიგვეღწია პროგრესისთვის გაგების გაღრმავებაში. დღესაც ამ მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას. გავაგრძელებთ იმის დანახვას, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა საერთო პლატფორმის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ, ფასილიტატორები მუშაობას პარლამენტის გახსნამდე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვფრთხილობ, ეს იქნება ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებები, ყველამ გადადგა ნაბიჯები და ვნახავთ, რას მივაღწევთ. როგორც ვთქვი, ეს იქნება რთული, მოითხოვს ლიდერობასა და პასუხიმგებლობას, რომ მივიდეთ დასახულ ადგილამდე.
მზად ვარ მოლაპარაკების იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე არ ვნახავთ, რომ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, რას მოიტანს ხვალინდელი დღე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.