ალეკო ელისაშვილი: გაჯიუტებულები ვართ, ცალკე ოპოზიცია და ცალკე – „ქართული ოცნება“, ელჩები კი ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ

„ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გადასცემენ „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, მათ შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან.
„ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, კონკრეტული წინადადებით, რასაც ელჩები გადასცემენ „ქართულ ოცნებას“.
სულ რომ ჯვარს მაცვათ, დეტალებს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. ჩვენ ველოდებით შეთავაზებებზე „ქართული ოცნების“ პასუხს პრესკონფერენციებით კი არა, იმ ფორმატით, რა ფორმატშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა. „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისსა და დათმობას რომ არ ველოდეთ მოლაპარაკების პროცესში, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ჩვენი ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მიდიოდეს ეს პროცესი წინ. რა თქმა უნდა, ორივე ვართ გაჯიუტებულები, ცალკე ოპოზიცია და ცალკე – „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები