გოგა ხაჩიძე – ჯაფარიძეს: პარტიას სახელად „გირჩი“ მე დავარქვი, შენი ნაწილობრივი „ნათლიაც” გამოვედი, ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ “გირჩელს” ვინც გვერდით გიდგას!

“მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულსა და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ “გირჩელს”, ვინც გვერდით გიდგას!”, – ასე მიმართავს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გოგა ხაჩიძე პარტია „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.

„გირჩი” – სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი „ნათლიაც” გამოვედი. „გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ, სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო “გირჩში”;
ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ. ვიცი, როგორ აგროვებდი “გირჩიდან” არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს. ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ “გირჩის” მხარდამჭერებს…
მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულსა და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ “გირჩელს”, ვინც გვერდით გიდგას!,“ – წერს ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები