იაგო ხვიჩია: ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და, ზოგადად, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება

“ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და, ზოგადად, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

ხვიჩიას თქმით, არ იცის, თუ რა გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული, ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი. მისივე თქმით, ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა.

„მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება, პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად, მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და, ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ, არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ.

პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ, ზურა ჯაფარიძე ერთი და ყველა “გირჩი” გაკვირვებული ვართ.

ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ, ხალხი არსებობს, რომლებიც ასე მიიჩნევდნენ.

მე არსად წავალ, მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე.

“გირჩი” მე ვარ, ზურაც “გირჩია” და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ, ერთ აზრზე ვართ“, – წერს იაგო ხვიჩია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები