23 წლის გოგონას თქმით, მას კორონავირუსის გამო მუცელი მოეშალა და ნაყოფი დაკარგა

23 წლის გვანცა უნგიაძემ კორონავირუსული ინფექციის გამო ნაყოფი დაკარგა. თავდაპირველად, როდესაც მას სიმპტომები გამოუვლინდა, გაუკეთეს კოვიდტესტი, რის შედეგაც ვირუსი დაუდასტურდა.
გოგონა მკურნალობას სასტუმრო „ფორტუნა პალასში“ გადიოდა. როგორც ის ამბობს, სასწრაფომ კლინიკაში არ გადაიყვანა და არც ექოსკოპიის  გადაღების საშუალება მისცეს.
„არაფერი არ უთქვამთ, დამირეკა, მემგონი, სასტუმროს მეპატრონემ და მითხრა – ძალიან ვწუხვართ, ასე რომ მოხდა.
სასწრაფოსაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და ხომ შეიძლებოდა, რომელიმე კლინიკაში მივეყვანე, ექოსკოპია  გადაეღოთ და ჩემი ნაყოფი გადამერჩინა? – ეს არ გააკეთეს, მათ სასტუმროში წამიყვანეს“, – ამბობს 23 წლის გვანცა უნგიაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები