ბაიდენი კორონავირუსისგან საჯაროდ აიცრება

​აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კოვიდ19-სგან საჯაროდ აიცრება და ამ გზით საზოგადოებას ვაქცინის უსაფრთხოებაში დაარწმუნებს.

ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.

როგორც ბაიდენმა განმარტა, კორონავირუსთან ბრძოლის მის გეგმაში შედის ბალანსის უზრუნველყოფა, რომ, ერთი მხრივ, ამერიკელები დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა, მეორე კი, გაგრძელდეს ვირუსი შეკავებასთან ბრძოლა ეკონომიკის გაჩერების გარეშე.

მისივე თქმით, ბედნიერი იქნება, მიიღოს კორონავირუსიგან ვაქცინა, როგორც კი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ ის უსაფრთხოა.

“ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ ვაქცინა იმუშავებს. აქ კი მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი”,  – განმარტა ჯო ბაიდენმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას აშშ-ის არჩეული ვიცეპრეზიდენტი, კამალა ხარისიც გეგმავს.

გუშინ ანალოგიური სურვილი გამოთქვა ქვეყნის ყოფილმა სამმა პრეზიდენტმა: ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ. მათი თქმით, მზად არიან, საჯაროდ აიცრან, როგორც პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მათ ენტონი ფაუჩი დაარწმუნებს.

აღსანიშნავია, რომ საუბარია კომპანია Pfizer Inc-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც, მისი შემქმნელების თქმით, ეფექტურობის95% ავლენს და რომლის დამტკიცება უკვე მოხდა ბრიტანეთში.

დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის მედიკამენტებისა და პროდუქტების უვნებლობის სამმართველო “ფაიზერის” ვაქცინას, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, როდესაც საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები