მსოფლიოში კორონავირუსს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 65 მილიონზე მეტი ინფიცირებულია

მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 501 076-ს მიაღწია, – შესაბამის სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტია აქვეყნებს.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვს, ის უკვე 65 016 336-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შეერთებულ შტატებში – 14 139 577; ინდოეთში – 9 571 559 და ბრაზილიაში – 6 487 084;

მათ მოსდევთ რუსეთი 2 354 934 და საფრანგეთი – 2 310 271.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ინფიცირების მილიონიანი ზღურბლი ბევრმა ქვეყანამ გადალახა.

კერძოდ, 1 678 418 დაავადებულია ბრიტანეთში; 1 675 902 – ესპანეთში; 1 664 829 – იტალიაში; 1 447 732 – არგენტინაში; 1 343 322 – კოლუმბიაში; 1 144 643- მექსიკაში; 1 141 544 – გერმანიაში; 1 028 610 – პოლონეთში; 1 003 494 – ირანში;

ლეტალური სტატისტიკის მაჩვენებლით ასევე აშშ-ში ლიდერობს, სადაც ვირუსს 276 325 ადამიანი შეეწირა; ბრაზილიაში -139 188; ინდოეთში – 139 188;

ევროპის კონტინენტზე ანტილიდერი ბრიტანეთია – 60 210 გარდაცვლილით; იტალია – 58 038; და საფრანგეთი 54 231;

ვირუსის დამარცხება სულ 41 931 987 -მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები