გიორგი კახიანი: ეს თავდასხმები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა ანტიდასავლურ ძალად
“შემაშფოთებელი განცხადებები მოვისმინეთ ელჩებზე. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკოსი, რომელიც იმ გუნდს მიეკუთვნება, რომელიც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს, ასეთ განცხადებებს აკეთებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს თავდასხმები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა ანტიდასავლურ ძალად.
„ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს მეგობარ ელჩებზე, მოკავშირეებზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ცოტა ხნის წინ თავდასხმები იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელძღვანელზეც. ეს თავდასხმები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა ანტიდასავლურ ძალად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთს ამბობენ, თავიანთი ქმედებებით საპირისპიროს წარმოაჩენენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.