ალეკო ელისაშვილი: ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისაც

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საერთო პოზიციაზე შეჯერდა და მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არიან.

როგორც ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ცხარე დისკუსია და კამათი იყო.

„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათს გრძელდებოდა ეს დისკუსია, განსხვავებული ხალხი ვართ და აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც. ახლა ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია. განსხვავებული ხალხი ვართ და, ბუნებრივია,  კამათი გვქონდა სხვადასხვა საკითხზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები