ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ​1 003 494 მიაღწია, ბოლო ერთ დღეში 13 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.

ოქტომბრის ბოლოს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ყოველ 4 წუთში ერთი ადამიანი იღუპება.

სულ ირანში პანდემიის დაწყებიდან 48 990 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსი 688 054 -მა ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები