Covid-19 – მსოფლიოში სიტუაცია უარესდება – აშშ-ში მადლიერების დღის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ბოლო 24 საათში აშშ-ში ვირუსით 200 000 ადამიანი დაინფიცირდა – კოვიდ ეპიდემიის პერიოდში დაიკარგა 22 მლნ სამუშაო ადგილი

აშშ -ში  ეპიდსიტუაცია გაუარესდა მადლიერების დღის შემდეგ. ბოლო 24 საათში აშშ-ში კოვიდით 200 000 ადამიანი დაინფიცირდა და საჭირო გახდა 100 000 ადამიანის გადაყვანა საავადმყოფოებში. ეპიდემიოლოგების აზრით, სიტუაციის მკვეთრად გაუარესება გამოწივია მადლიერების დღის აღსანიშნავმა უქმეებმა და მობილობის გაზრდამ. მოსახლეობის გაფრთხილება რთულ ზამთარზე – CDC-ის ხელმძღვანელი აფრთხილებს ამერიკის მოსახლეობას, რომ მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, სანამ არ აიცრება მოსახლეობის დიდი ნაწილი. მისივე თქმით, ზამთრის თვეები იქნება განსაკუთრებით მძიმე. ბაიდენის თქმით, განსაკუთრებით საფრთხილო იქნება შობის პერიოდი და სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარში კიდევ 250 000 ადამიანი გარდაიცვლება კოვიდით.

კოვიდ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს აშშ-ში დაიკარგა 22 მლნ სამუშაო ადგილი, რომლის აღდგენასაც დასჭირდება 4 წელი. მარტიდან მოყოლებული ქვეყანამ დახარჯა 69 მილიონი პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებზე.

ვაქცინის პოპულარიზაცია – ამერიკის სამმა პრეზიდენტმა, ობამამ, ბუშმა და კლინტონმა განაცხადეს, რომ როგორც კი ვაქცინა. დამტკიცდება, ისინი საჯაროდ, კამერების წინ აიცრებიან, რათა ხელი შეუწყონ ვაქცინის პოპულარიზაციას და შეამცირონ სკეპტიციზმი.

გერმანელმა ექიმებმა წარადგინეს კორონავირუსის პირველი ტალღის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებული პაციენტების 50% გარდაიცვალა.

გერმანიაში 2 დეკემბრიდან საქსონიის ფედერალურ მიწაზე კორონავირუსის მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გამო, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. ქალაქებმა და რეგიონებმა ინდივიდუალური შეზღუდვები დააწესეს. დიდ ქალაქებში იზღუდება ცხელი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა, ხოლო პირბადეები დახურული სივრცის გარდა, ქალაქის ცენტრშიც სავალდებულოა. ზოგიერთ ქალაქში კი, სახლიდან განსვლა განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, დაშვებული არაა.

გერმანიაში მიღებულ იქნა შეთანხმება, რომ ამჟამინდელი ნაწილობრივი ლოქდაუნი გაგრძელდება 2021 წლის 10 იანვრამდე – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გერმანიაში 2 ნოემბრიდან რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები დაიხურა.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას განცხადებით, მთავრობა საშობაო პერიოდში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილების აკრძალვას გეგმავს. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობებს, ჯანდაცვის მინისტრის აზრით, მთავრობამ მკაცრი რეკომენდაცია უნდა გასცეს და მოსახლეობა მოგზაურობის რისკების შესახებ გააფრთხილოს. იტალიის მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს
შორის გადაადგილებას, სავარაუდოდ, მ/წ 25-26 დეკემბერისა და 2021 წლის 1 იანვარის პერიოდში აკრძალავს; გერმანიის მთავრობის მსგავსად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ევროპის მასშტაბით, საახალწლო პერიოდში, სამთო-სათხილამურო კურორტების დროებით დახურვას, იტალიის მთავრობაც ემხრობა. ექსპერტები შიშობენ, რომ ზამთრის კურორტები ინფექციის გავრცელების ახალი წყარო გახდება

შვეიცარია-საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე შვეიცარულ კურორტებზე ფრანგების მოგზაურობის აღკვეთის მიზნით, საფრანგეთის მთავრობა საზღვარზე სპეციალურ შემოწმებას დააწესებს. საფრანგეთი, ეპიდვითარების მიხედვით, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას 2021 წლის 20 იანვრამდე არ გეგმავს;

3 დეკემბერს, გაერთიანებული სამეფოში კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინგლისის რეგიონების სამ დონიანი რისკის ზონებად კლასიფიცირების გეგმა პარლამენტის წევრებმა დაამტკიცეს. აღნიშნული სისტემა ძალაში 3 დეკემბრიდან შედის;

2 დეკემბერს,პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 13 855 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელგიაში აცხადებენ, რომ მესამე ტალღა დამღუპველი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლოქდაუნის შემდეგ შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, საავადმყოფოებზე მაინც დიდი დაწოლაა, რასაც თავად ექიმებიც ვერ უძლებენ.

მეორე დღეა რუსეთში COVID-19-სგან გარდაცვალების ანტირეკორდი – 589 ფაქტი ფიქსირდება. დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა კი 25 345 შემთხვევა შეადგინა; 30 დეკემბრიდან 2021 წლის 10 იანვრამდე ქ. სანქტ-პეტერბურგში, მუზეუმები, თეატრები, ასევე საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები დროებით დაიხურება. მ/წ 30 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვარამდე დაიხურება კვების ყველა ობიექტი. რესტორნები მუშაობას მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით შეძლებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში, COVID-19-ით დღიური ინფიცირების 13 141 და გარდაცვალების 169 შემთხვევა დაფიქსირდა.

1 დეკემბერს, თურქეთში COVID-19-ით 30 110 ინფიცირების და 190 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები