სერგი კაპანაძე: დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს

„დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს.

„დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის „კარუსელი“, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც არც ერთი სარჩელი და არც ერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საოლქო კომისიების, არც ცესკო-ს და არც სასამართლოს მიერ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას. ყველა ფორმალური გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, იქნება დახურული ცესკო-ს და ივანიშვილის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს და რომლის შედეგი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში ოპოზიციის და მედიატორების წინაშე იმ კონკრეტული წინადადებით არ წარსდგება, რომელიც ახალ არჩევნებს ეხება. ჩვენ ამას ველოდებით, რა თქმა უნდა, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ამიტომ, ეს კრიზისი გაგრძელდება და, საბოლოოდ, აუცილებლად დასრულება ავტორიტარიზმის ამ გზაზე შემდგარი ივანიშვილის ფუნდამენტური დამარცხებით“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს ცესკო-ს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები