“ვაპირებ, ვიმოგზაურო ისეთ ქვეყანაში, რომელიც დაკეტილია, ეს მოგზაურობისას გადასაღები კამერაა” – მეუფე ნიკოლოზს iphone 12 აჩუქეს

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს დღეს ახალი iphone 12 გადასცეს. მეუფემ საჩუქრის გადაცემისას პირველი კომენტარი გააკეთა.

„ეს ყველაფერი iphone 11 pro- თი დაიწყო, რომელიც თავის დროზე არ მქონდა და მაჩუქეს იმიტომ, რომ iphone X-ით გადავიღე 2-საათიანი ფილმი, მასშივე დავამონტაჟე, შემდეგ დავპატიჟე ახლობელები და კინოთეატრში ჩემ მიერ გადაღებული ფილმი, „მოგზაურობა წარსულისაკენ“ ვაყურებინე, ისეთი ხარისხით იყო. ასე რომ, ვაპირებ, ვიმოგზაურო ისეთ ქვეყანაში, რომელიც დაკეტილია, ეს მოგზაურობისას გადასაღები კამერაა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები