რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამოწმება ხდება მხოლოდ 2 შემთხვევაში, თუ არის უსიმპტომო ადამიანი და პასუხია დადებითი ან თუ არსებობს სიმპტომები და ანტიგენის პასუხია უარყოფითი.

„წინა დადგენილებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაუთანაბრდა PCR-ტესტს​, ანუ ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა. ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამოწმება ხდება მხოლოდ 2 შემთხვევაში. თუ არის უსიმპტომო ადამიანი და პასუხია დადებითი ან თუ არსებობს სიმპტომები და ანტიგენის პასუხია უარყოფითი. 1 კვირის განმავლობაში, დაახლოებით, კიდევ 10 000-ით გავზრდით დღიურ ტესტირებას და მაქსიმალურად გამოვავლენთ მსუბუქ და უსიმპტომო ადამიანებს, მოვახდენთ მათ დროულ იზოლირებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები