“შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების გეგმაა,  ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით.

გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე, მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვე-ნახევრის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იმავე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ, არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების გეგმაა,   ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. დაახლოებით, უნდა ვატაროთ დღეში 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ – სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები