მთაწმინდაზე ავტომობილი სახლს შეასკდა

მთაწმინდაზე, სავარაუდოდ, გაჩერებულ, ცარიელ მსუბუქ ავტომობილს მეორე, მოძრავი ავტომობილი შეეჯახა.შეჯახების შედეგად გაჩერებული ავტომობილი საცხოვრებელი სახლის კედელს შეასკდა.

გავრცელებული ინფორმაციით შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

შემთხვევა მთაწმინდის ქუჩისა და პოლიკარპე კაკაბაძის/დანიელ ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა, მამადავითის ეკლესიის აღმართამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რომ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები