სერგი კაპანაძე: „კარტოგრაფების საქმე“ პოლიტიკური მიზნებით შეთითხნილი საქმეა

“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ე.წ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს, რომ დემოკრატია ჰქონდეს, არ შეიძლება, პოლიტიკური მიზნით დაკავებული ადამიანები არსებობდნენ.

„კარტოგრაფების საქმე“ პოლიტიკური მიზნებით შეთითხნილი საქმეა, რომელიც ივანიშვილის მხრიდან ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მან პოლიტიკური მიზნებისთვის არაფრად ჩააგდო ამ ადამიანების ბედი, მათი პროფესიული გამოცდილება, უმწიკვლოება, გამოცდილება, მათი სამსახური ქვეყნის მიმართ და ისინი თავის პოლიტიკურ ინტერესებს შესწირა. ეს არის რეალობა. ეს ადამიანები აუცილებლად გამართლდებიან, რადგან თუ ჩვენ გვინდა, დემოკრატია გვქონდეს, არ შეიძლება, ქვეყანაში პოლიტიკური მიზნით დაკავებული ტუსაღი ადამიანები არსებობდნენ. ეს არის საქმე, რომელსაც არ გააჩნია მოტივი, შედეგი და ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტი“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები