ლევან იოსელიანი: ვემიჯნებით პოლიციელების მიმართ იმ ტიპის განცხადებას, რომელმაც შესაძლოა, მათი ღირსება შეურაცხყოს
“მე პირადად წინააღმდეგი ვარ, პოლიციელების შეურაცხყოფის წახალისება მოხდეს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება.
„ვემიჯნებით პოლიციელების მიმართ რამე ტიპის განცხადებას, რომელმაც შეიძლება, მათი ღირსება შეურაცხყოს. პოლიცია არის სტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის, არამედ – ამ ქვეყნის სამსახურში. მე პირადად წინააღმდეგი ვარ, პოლიციელების შეურაცხყოფა ან მათ მიმართ ასეთი ტიპის გამონათქვამების წახალისება მოხდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.