თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14-15 კორპუსებთან გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14-15 კორპუსებთან განხორციელდა.
პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი მოხდა. ამის შემდეგ მოეწყო გზის ახალი საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს-მ „ლუკრი“ შეასრულა.
აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები