ეკატერინე ტიკარაძე: მსოფლიო ბანკისგან აღებული სესხით შესყიდვების 40-45%-ია განხორციელებული, მოპედები, ჯერჯერობით, შეძენილი არაა

“ამ ეტაპზე, მოპედები შეძენილი არ არის, თუმცა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, “როგორ იხარჯება მსოფლიო ბანკისგან აღებული 80 მილიონი ლარის ოდენობით სესხი, რომელიც განკუთვნილი იყო აღჭურვილობისა და სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო ტექნიკისთვის, მათ შორის, მოპედებისთვის”.

მინისტრის თქმით, შესყიდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.

„ამ ეტაპზე, მოპედები შეძენილი არ არის, თუმცა, ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან. იქ განიხილება საჭიროებები და ის რაციონალური წინადადებები, რომლებიც ორიენტირებულია კოვიდის მართვაზე. მხოლოდ მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შენაძენს, თუ რა ეტაპზე ვართ, შესყიდვების 40-დან 45 პროცენტამდე განხორციელებულია, დანარჩენზე არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები