ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძემ ,,რემდესივირი” საკუთარ თავზე გამოსცადა და შედეგი, ფაქტობრივად, არის

“თენგიზ ცერცვაძემ ,,რემდესივირი” საკუთარ თავზე გამოსცადა და შედეგი, ფაქტობრივად, არის’, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ,,რემდესივირთან” დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი გამოყენებულ იქნა საკმაოდ აქტიურად კორონავირუსის 2019 წლის შტამზე და შედეგები იყო.

,,ბევრი კლინიკა მსოფლიოში ,,რემდესივირს” იყენებს. ,,რემდესივირი” გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა 2014-2015 წლებში ებოლას საწინააღმდეგოდ. ის მოქმედებს პირდაპირ ებოლას ვირუსზე. ასევე, გამოყენებული იქნა საკმაოდ აქტიურად კორონავირუსის 2019 წლის შტამზე და იქაც მისცა შედეგები. თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც უმაღლესი დონის სპეციალისტია,  თავის თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი, ფაქტობრივად, არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები