ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 3 937 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 3 937 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 150 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 901 პირი, აჭარაში-12 485, იმერეთში-4 986.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები