„ევროპის უნივერსიტეტმა” სტუდენტებისთვის Body Interact-ი შეიძინა

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტმა, სტდენტების პრაქტიკული სამუშაოების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე მორგებული Body Interact-ი შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.

როგორც „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, “Body Interact“-ი კლინიკური სწავლების ეფექტური საშუალებაა, რომელიც იყენებს რეალური პაციენტების ისტორიებს და ქმნის ვირტუალურ სცენარებს.

“სტუდენტს შეუძლია სიმულაციურ გარემოში შეაფასოს სხვადასხვა პაციენტის მდგომარეობა, შეარჩიოს გამოკვლევის მეთოდები, დანიშნოს მკურნალობა, დააკვირდეს სიმპტომების და პაციენტის მდგომარეობის ცვლილებას ყოველი მანიპულაციის შემდგომ და მიიღოს უკუკავშირი“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა

“Body interact“ მოიცავს ძირითად კლინიკურ მიმართულებებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ონკოლოგიას, გადაუდებელ მედიცინას, მეანობას, ნევროლოგიას, ტოქსიკოლოგიას და ა. შ. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ გაიუმჯობესონ კლინიკური უნარები, განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

“სისტემაზე წვდომა მედიცინის ფაკულტეტის სამივე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს აქვთ. მისი გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ არა მხოლოდ უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და სიმულაციურ ცენტრებში, არამედ ვებინარის პლატფორმების საშუალებით, დისტანციური სწავლების პირობებში, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკები სახლის პირობებშც გაიარონ“, – განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტები განათლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები