პაატა იმნაძე: საზოგადოების ნაწილს ჰგონია, კორონა არ არსებობს, მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ

“არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანები კიდევ ასე ფიქრობდნენ”, – ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის არსებობა-არასებობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„კომუნიკაციის პრობლემები საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის. დღესაც ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ კორონას არსებობა და ჰგონიათ, ეს ყველაფერი მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ.
გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ჩემზე მეტი დრო გაქვთ და ნახავთ ისეთ რაღაცებს კითხულობენ, როგორც ჩემი პრესსამსახური მაწვდის ინფორმაციას, არ მეგონა, თუ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანები კიდევ ასე ფიქრობდნენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ასევე იმნაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების კლებას, ჯერჯერობით, ნამდვილად არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები