ინდოეთში აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს
დელიში პოლიციამ ფერმერთა აქცია ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. შეკრებილები ნიუ დელიში მარშის გასამართად მიემართებოდნენ.
Indian Express-ის ინფორმაციით, პოლიციამ ასევე გააფრთხილა ფერმერები, რომ დელიში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ყოველგვარი მასობრივი შეკრება და აქციების გამართვა აკრძალულია.
ფერმერთა პროფკავშირები სოფლის მეურნეობის დარგში ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ფერმერებს აგრარულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება თავად შეეძლებათ, წინასწარ დადგენილი ფასების საფუძველზე, ასევე, მათ უფლება მიეცათ, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია სახელმწიფო ბაზრების გარეთაც.
თუმცა, ოპოზიცია და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი შეაჩერებეს გარანტირებული ფასებით ხორბლის შესყიდვის დღეს არსებულ სისტემას, რაც მსხვილი ორგანიზაციების მიერ ფერმერთა მეურნეობებს ჩაძირვას გამოიწვევს.