გუბაზ სანიკიძე: პარლამენტში ოპოზიციას მაინც არაფერს შეეკითხებიან

“ოპოზიცის გარეშე ხეიბარი პარლამენტი იქნება, ყველა ვარიანტში”, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

სანიკიძის თქმით, ოპოზიციას მაინც არაფერს შეეკითხებიან, პარლამენტში რომც შევიდნენ.

„ქართული ოცნების“ მუშაობის მეთოდოლოგია ასეთია – როცა მზე ჩადის, მაშინ იწყებენ მუშაობას, სამზეურზე არაფერს აკეთებენ, მაგრამ როგორც კი დაბნელდება, მაშინვე გამოჩნდებიან, აფუთფუთდებიან ხოლმე. „ოცნების“ სამოქმედო ტაქტიკა გულისხმობს როგორც ჯგუფურად მუშაობას, კონკრეტულ პიროვნებებზე, ისე – ინდივიდურად.

რა იარაღიც დღეს ოპოზიციას უჭირავს, ბოიკოტირება უკანონო პარლამენტის, არის სასიკვდილო პოლიტიკური იარაღი იმიტომ, რომ ოპოზიცის გარეშე ხეიბარი პარლამენტი იქნება ყველა ვარიანტში. ბიძინა ივანიშვილს საინტერესო ამბავი დაემართა, ჯოკერის თამაშისას, წაგლეჯვის დროს შეეტენა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, რადგანაც შეიტენა, ყელაფერზე მან აგოს პასუხი, ოპოზიციას მაინც არაფერს შეეკითხებიან, პარლამენტში რომც შევიდნენ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები