ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების 1 ფაქტზე იყო ჩვენთან ინფორმაცია, რომელიც გადავამოწმეთ და არ დადასტურდა
“რეინფიცირების 1 ფაქტზე იყო ჩვენთან ინფორმაცია, რომელიც გადავამოწმეთ და არ დადასტურდა”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეინფიცირების შემთხვევები მსოფლიოშიც თითზე ჩამოსათვლელია.
,,რეინფიცირების 1 ფაქტზე იყო ჩვენთან ინფორმაცია, რომელიც გადავამოწმეთ და არ დადასტურდა. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, გვითხარით, გამოვიკვლევთ, მის გენეტიკურ ანალიზს გავაკეთებთ ასევე და გეტყვით, მართლა არის თუ არა რეინფიცირება იმიტომ, რომ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია რეინფიცირების”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.