ეკატერინე ტიკარაძე: შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, პიკის დადგომამდე კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება.

,,ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, გვაქვს ორი ვერსია და ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

პიკთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მთავრობა გადის კონსულტაციას შეხღუდვებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და შევაჩეროთ დროულად, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები