სერგი კაპანაძე: ძნელი სათქმელია, რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

კაპანაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე რაციონალური წინადადებით მივიდნენ.

„ძნელი სათქმელია, რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც  უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს. ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები