ფაშინიანი: ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა ხუთწლიანი ვადით არ შემოიფარგლება

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა, დიდი ალბათობით, ხუთწლიანი ვადით არ შემოიფარგლება.

ამის შესახებ მან “ტას”-თან საუბარში განაცხადა.

“ხუთწლიან ვადაში, რასაკვირველია, უნდა მოვასწროთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნა. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ხანგრძლივია, არ მგონია, რუსი მშვიდობისმყოფელების იქ ყოფნა ხუთწლიანი ვადით შემოიფარგლოს”, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ხუთწლიანი ვადა – ეს პროცესის დასაწყისია, რომლის ფარგლებში ყარაბაღში მათი ყოფნის ავტომატური გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

“ვფიქრობ, ამჟამად მთავარი ამოცანაა  მთიან ყარაბაღსა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა, ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები წარმატებით იმოქმედებენ და ამ მისიის გატარებას რეალურად შეძლებენ”, – ხაზი გაუსვა ნიკოლ ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები